პარტიები ხულოს მერის შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან

20 თებერვალი 2019, 00:00 1828 ნახვა

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ხულოს მერის შუალედურ არჩევნებში ვახტანგ ბერიძე იქნება - ამის შესახებ მმართველ გუნდში აცხადებენ. იგი ახლა  ხულოს მერის მოვალეობას ასრულებს. საქმიანობას კი გასულ წელს, მას შემდეგ შეუდგა, რაც არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ დატოვა თანამდებობა. ეს მაშინ თვითმმართველობისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად და ათასობით მხარდამჭერის არჩევანის უპატივცემულობად შეფასდა.

ხულოს ამომრჩეველს ახლა არჩევანის გაკეთება მეორედ მოუხდება - შუალედური არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს - ცესკო-ს თარიღი ჯერ არ დაუსახელებია.

კანდიდატები არ დაუსახელებიათ ჯერ სხვა პარტიებსაც. შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე ეს ალბათ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი