ბათუმის მერიის განმარტება ბაღებში ხორცის შეტანის საკითხზე

19 თებერვალი 2019, 00:00 2175 ნახვა

„ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბათუმის საბავშვო ბაღები საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცით მარაგდებოდეს უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას” ასე ეხმაურება ბათუმის მერია ოპოზიციას. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ   ბათუმის მუნიციპალური საბავშვო ბაღები მარაგდება საქონლის ხორცით, რომელიც კონკრეტულ   პროცედურებს:  ხორცპროდუქტს უნდ ახლდეს ვეტერინარული მოწმობა ფორმა 2, ხორცის ყველა ნაჭერზე დასმული უნდა იყოს ვეტერინარის დამღა, ასევე უნდა ახლდეს ვეტერინარის მიერ გაცემული ცნობა რეალიზებული პროდუქციის შესახებ და ხორცის მოწოდების დროს დაცული უნდა იყოს ეტიკეტირების წესი. ,,მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შესაბამის სტრუქტურებთან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“- ამბობენ მერიაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი