8 წლის გოგონას მიმართ სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს 

16 თებერვალი 2019, 00:00 2175 ნახვა

აჭარაში 8 წლის გოგონას მიმართ სავარაუდო გარყვნილი ქმედების ფაქტზე პოლიციამ 29 წლამდე კაცი დააკავა. დაკავებული უკრაინის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინიასტრო ინფრომაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ბავშვის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 2 თებერვალს აჭარაში ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონემ 8 წლის გოგონას მიმართ რამდენჯერმე სცადა გარყვნილი ქმედება. საქმეში ჩართულია სახალხო დამცველის წარმომადგენლები და სოციალური სააგენტოს თანამშრომლები.

 

ამავე კატეგორიაში