ახალშენის საბავშვო ბაღში კიბე მოაჯირის გარეშე გააკეთეს

12 თებერვალი 2019, 00:00 2414 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენის საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები, რამდენიმე თვის წინ დასრულდა. ბაღში დასაქმებულები ყვებიან, რომ რემონტი უხარისხოდ გაკეთდა. სათავსოს ჭერი დაზიანებულია, სამუშაოები კი დასრულებული არ არის. 

ბაღში შესასვლელი კიბეც მოაჯირის გარეშე გააკეთეს, რაც საფრთხის შემცველია.

სამუშაოები კომპანია „ამირანმა“ ნოემბერში დაასრულა.

ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ ისინი კომპანიას დაუკავშირდებიან და ხარვეზებს გაასწორებენ. ,,მთავარმა'' გაარკვია, რომ მერიამ ჩატარებული სამუშაოების შესწავლის შემდეგ, ობიექტი ჩაიბარა.  

ამავე კატეგორიაში