''მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება'' - განათლების მინისტრი ზუგდიდის მე-6 სკოლის საქმეზე

12 თებერვალი 2019, 00:00 1284 ნახვა

''მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას – რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე მთელი სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია'' - უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საკითხზე პროკურატურის მიერ საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად გაეცემა პასუხი კითხვებს, როგორც ოჯახისთვის, ასევე მთელი სისტემისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. „როგორც არაერთხელ განვაცხადე, რაც უფრო მეტი მხარე დაინტერესდება, მით უფრო ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მხარესთან, ვინც ზუგდიდის მე-6 სკოლის საკითხს სწავლობს, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ამავე კატეგორიაში