ბორჯომში დღეს კიდევ დაისეტყვა. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, თუმცა ტექნიკური სამუშაოები კიდევ მიმდინარეობს. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თქმით, მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ანაზღაურდება. მაჭუტაძემ აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.