აჭარის სტრატეგიული განვითარების გეგმა გადაიხედება

08 თებერვალი 2019, 00:00 1581 ნახვა

აჭარას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეგიონის განვითარების სტრატეგიის გეგმა, რისთვისაც მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის მათ შორის არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების ჩართულობა - წერია დემოკრატიის ინსტიტუტის კვლევაში.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ არსებული გეგმა, არ ასახავს რეალობას და რეგიონის პრიორიტეტებს. ასევე არ ჩანს უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობაც.

დემოკრატიის ინსტიტუტის რეკომენდაციით, დოკუმენტი რეგიონში არსებულ ყველა პრობლემას მაშინ ასახავს, როცა განხილვაში ყველა სეგმენტი ჩაერთვება, ამბობენ, რომ ეს ხედვა მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე მუშაობის დროსაც გასათვალისწინებელია.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი