ბათუმში 73 წლის კაცი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკა ''მედინაში'' რამდენიმე დღის განმავლობაში გრიპსა და პნევმონიაზე მკურნალობდა.
კლინიკური მენეჯერი ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
პარალელურად ეპიდემიოლოგები ადგენენ, ხომ არ იყო ეს გრიპი H1N1 ტიპის და რამ გამოიწვია მამაკაცის გარდაცვალება.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, წელს ე.წ. ღორის გრიპით აჭარაში 7 ადამიანი გარდაიცვალა.