მამუკა ბახტაძე - ნამდვილად არ მსურს, საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები

06 თებერვალი 2019, 00:00 1203 ნახვა

განათლების მინისტრის განცხადებით,  მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა შემუშავდება. როგორც  მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2019-2020 წლებში მასწავლებლებისთვის გაუქმდება თვითშეფასებისა და პორტფოლიოს ატვირთვის ვალდებულება.

ამასთან, მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შემოღებული იქნება სტატუსის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა. რეფორმის ფარგლებში მასწავლებლები შეფასდებიან კომპლექსურად - საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებისა და გამოცდის გზით.

პრეზენტაციას პრემიერიც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ განათლების სისტემასა და მეცნიერებაში პრობლემები ჯერაც ძალიან ბევრია და შეუძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა რადიკალური ცვლილებების გარეშე. მამუკა ბახტაძის თქმით,  საქართველოში არ უნდა იყოს  მხოლოდ  ელიტური და პრესტიჟული სკოლები და  ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი