„ფრიდომ ჰაუსმა“ მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა

05 თებერვალი 2019, 00:00 1306 ნახვა

  საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“ მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. კვლევაში საქართველოს 100-დან 63 ქულა აქვს მინიჭებული. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს 64 ქულა ჰქონდა. გასული წლის მსგავსად, ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებული .

როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოში თავისუფლების შესახებ სრული ანგარიში მოგვიანებით გამოქვეყნდება. კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალ ქვეყნებად დასახელდნენ ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი. მათ მაქსიმალური, 100 ქულა აქვთ მინიჭებული. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება არათავისუფალია და 10 ქულით ფასდება, აფხაზეთი კი ნახევრად თავისუფლად ფასდება 41 ქულით. ამასთან, ანგარიშში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ფიფქით არის მონიშნული, რაც ნიშნავს, რომ ორივე მათგანს „ფრიდომ ჰაუსი“ ტერიტორიად და არა ცალკე ქვეყნებად მიიჩნევს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი