2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა არ დაეკისრება - სურსათის სააგენტო

04 თებერვალი 2019, 00:00 1486 ნახვა

ინფორმაციას, რომ ორი-სამი ძროხის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა მოუწევს სურსათის ეროვნული სააგენტო უარყოფს.  უწყების ინფორმაციით, 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს. სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა.

რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება.რეგულაციის მთავარია მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით. ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას, თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვას.  ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და რეკომენდაციებს გაუწევენ.

ამავე კატეგორიაში