უახლოეს პერიოდში გაირკვევა საბოლოოდ ვინ დაიკავებს ახლანდელი ხელოვნების უნივერსიტეტის შენობას. ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული, ყოფილი პირველი საავადმყოფოს შენობის ადგილზე ახალი ობიექტი ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს აიგო, მაშინ ამბობდნენ, რომ 6.5 მილიონიანი შენობა მთავრობის ადმინისტრაციისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა საბოლოოდ საოფისედ გამზადებულ ობიექტში, დროებით სასწავლებელი განათავსეს.
ცნობისთვის, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქ გადმოსვლას არაფორმალურად უმაღლეს საბჭოსა და მთავრობის აპარატში განიხილავდნენ.
რაც შეეხება, უნივერსიტეტის ახალ ობიექტს - რეკონსტრუქცია უკვე დასრულდა, ამისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მიუხედავად ამისა რჩება ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაბამისად უნივერსიტეტი ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს შენობის გამოცვლას.