სასტუმრო WYNDHAM-ში​ დაკვამლიანება იყო

21 იანვარი 2019, 00:00 4800 ნახვა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, სასტუმრო WYNDHAM-ში​, რომელიც ყოფილი ფოსტის შენობაში მდებარეობს, დაკვამლიანება იყო. სახანაძრო-სამაშველო სამსახურში ერთ-ერთმა მოქალაქემ  დარეკა და მაშველების დახმარება ითხოვა. 

ადგილზე სახანძრო სამსახურის ბრიგადები მივიდნენ.

დაკვამლიანება გენერატორის ჩართვამ გამოიწვია. სასტუმროს ადმინისტრაციას სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების დახმარება არ დასჭირდათ.

მიმდინარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთის განმავლობაში, გათიშული იყო ელექტროენერგიაც. 

''ენერგო-პრო ჯორჯიაში'' აცხადებენ, რომ ​საშუალო ძაბვის ცენტრალურ გამანაწილებელში ავარია მოხდა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მცხოვრები აბონენტების ნაწილს შეუწყდა. 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ამ წუთებში მუშაობენ. 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი