საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრებიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას შეხვედრა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებთან, დაესწრებიან ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებსაც.