''მაგთისა'' და ''ჯეოსელის'' აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის საფუძველი არ არსებობს - კომუნიკაციების კომისია

21 იანვარი 2019, 00:00 1420 ნახვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ  აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს.

კომისიაში საკითხის შესწავლა დაიწყეს, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის, ''მაგთისა'' და ''ჯეოსელი'' მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე  ტარიფების ცვლილება შეაჩერონ.

''ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს'' - წერია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

''მაგთის“, ''ჯეოსელისა“და ''სილქნეტის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება. „მაგთის“ შემთხვევაში განახლებული ტარიფები 18 თებერვლიდან ამოქმედდება, „ჯეოსელისა“ და „სილქნეტის“ აბონენტებისთვის კი პირველი მარტიდან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი