''სუპერ სავსე მთვარის'' დაბნელება

21 იანვარი 2019, 00:00 1828 ნახვა

ფოტო:CornwallLive

21 იანვრის ღამეს მოსახლეობამ მთვარის დაბნელება იხილა. 

''სუპერ სავსე მთვარის'' დაბნელება  საქართველოს ტერიტორიაზე ნაკლებად შეიმჩნეოდა, რადგან დაბნელება გამთენიისას დაიწყო.

ეს არის სავსე მთვარე, რომელიც განსაკუთრებით ახლოსაა დედამიწასთან, ამიტომაც მას ''სუპერ სავსე მთვარეს'' უწოდებენ. ​დაბნელებისას ის მოწითალო ფერს ღებულობს.

მზის დაბნელებისგან განსხვავებით, მისი შეუიარაღებელი თვალით ხილვა საფრთხეს არ წარმოადგენს. 

მთვარის ნაწილობრივი დაბნელების ხილვა, ყველაზე უკეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის მცხოვრებლებს შეეძლოთ.

მომდევნო მთვარის დაბნელება, 10 წლის შემდეგ, 2029 წელს იქნება.

 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში