33 000 მოქალაქე ადმინისტრაციული ჯარიმისგან გათავისუფლდება

18 იანვარი 2019, 00:00 4757 ნახვა

საქართველოს მთვარობამ იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც 33 ათასი მოქალაქე  ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერადად გათავისუფლდება.  ესენი არიან: სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, შშმ პირები და მარტოხელა მშობლები. 

პროექტი 33 000-მდე საქმეს შეეხება, მოქალაქეებს კი 22 მილიონამდე ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ.

სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

''კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ შეწყვეტს წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების (25 825 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 16 438 397,11 ლარი), პენსიონერების (3 093 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 2 484 847,62 ლარი), შშმ პირების (2147 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 1 400 522,93 ლარი), ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების (1756 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 1 052 344,49 ლარი), მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების (135 სააღსრულებო საქმე ჯამურად- 50 288 ლარი) მიმართ''. 

მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი განსახილველად, საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი