ხელვაჩაურში სოფლის ამბულატორიების ნაწილი დაკეტილი იყო 

14 იანვარი 2019, 00:00 1558 ნახვა

გრიპის ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა აქტუალურია თემში არსებული სამედიცინო პუნქტები და ამბულატორიები. სოფლად მცხოვრები  მოსახლეობის უმეტესობისთვის მარტივად მისაწვდომი სწორედ ეს სამედიცინო დაწესებულებებია, თუმცა როგორც დღეს სოფო შავაძემ გაარკვია თემის 5 სამედიცინო პუნქტიდან სამი დაკეტილი იყო სამუშაო საათებში, ხელვაჩაურში. მიზეზად მუნიციპალიტეტის მერიაში ძველით ახალი წელი დაასახელეს.

რაც შეეხება იქ არსებულ მძიმე ინფრასტრუქტურულ ვითარებას, მუნიციპალიტეტის მთავრობაში ამბობენ, რომ არ ფლობენ ჯერ-ჯერობით ამის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას. ცნობისთვის ,თემის სამედიცინო პუნქტები მუნიციპალიტეტებს სამართვავად 2 წლის წინ გადაეცა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი