ბათუმის ქუჩებში წინასაარჩევნოდ გაკრული პლაკატები ამ დრომდე ჩამოსახსნელია. კანონის თანახმად პოლიტიკურმა სუბიექტებმა საარჩევნო აგიტაციის შემცველი მასალისგან შენობები 2 კვირის ვადაში უნდა გაასუფთაონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქის მერიამ საჯარიმო სანქცია უნდა აამოქმედოს.
მერიაში კი ამ დრომდე არავინ დაუჯარიმებიათ. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე პარტიები მხოლოდ გააფრთხილეს.