ბათუმში პიროტექნიკით 8 წლის ბიჭი დაშავდა. მან დაზიანება ხელის და სახის არეში მიიღო, დაშავებულ არასრულწლოვანს მკურნალობა დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში ჩაუტარდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.
შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე უწყებაში შეტყობინება არ შესულა.