სპორტის სიახლეები

11 იანვარი 2019, 00:00 1724 ნახვა

ბაშოს დაწყებამდე 2 დღით ადრე ტურნირის სასტარტო  დღის ორთაბრძოლათა განრიგი გამოქვეყნდა. 2019 წლის პირველ კლასიკურ სუპერტურნირს ტოჩინოშინი იაპონელ მე-2 მაეგაშირებთან დაპირისპირებით დაიწყებს, ბაშოს პირველ დღეს  ლევანის მეტოქე დასავლეთის მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება. ხოლო მეორე დღეს აღმოსავლეთის მაეგაშირა ნიშიკიგი დაუდგება პირისპირ. ქართველი ოძეკი, ურთიერთშეხვედრებში პირველ მათგანს 2:1-ს უგებს მეორეს კი 3:1-ს. გეტყვით  რომ ლევან გორგაძე ტრამვირებულია, თუმცა იანვრის ბაშოზე გამოსვლის გადაწყვეტილება მან  მაინც მიიღო იაპონური მედიის ცნობით, ორი დღის წინათ დაშავებულმა ტოჩინოშინმა ვარჯიში შეძლო. იმ შემთხვევაში, თუ ტოჩინოშინი ვერ შეძლებს ჰაცუ ბაშოზე გამოსვლას, ან გამოვა, მაგრამ უარყოფით ბალანსს დააფიქსირებს, მომდევნო ტურნირზე მარტში, მას ოძეკის ტიტულის დაცვა მოუწევს.

ხვალ ავჭალის სარაგბო სტადიონი „კონტინენტის ფარს უმასპინძლებს“. წლის პირველ მატჩი ერთმანეთს „ლოკომოტივი“ იტალიურ კლუბს „ფაიმე ოროს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში   საქართველოს ჩემპიონი თბილისის „ლოკოლოტივი“ „კონტინენტის ფარის“ ფლეი ოფში გასვლის შანსს  შეინარჩუნებს. ცნობილია, რომ მატჩს ინგლისელი სარა კოქსი იმსაჯებს. კოქსი პირველი პროფესიონალი ქალი მსაჯია, რომელიც ინგლისის სარაგბო  ჩემპიონატებს მსაჯობს.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე  22 წლის ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსი იქნება. იუბენქსმა გაიარა კვალიფიკაციის სამი რაუნდი და კარიერაში პირველად მოიპოვა ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში თამაშის უფლება. ბასილაშვილი და იუბენქსი არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში. ორი მეტრი და ერთი სანტიმეტრი სიმაღლის ამერიკელი მსოფლიოს 176-ე ჩოგანია. ამ წყვილში გამარჯვებული  არგენტინელ გვიდო ანდრეოცისა და იტალიელ სტეფანო ტრავალიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

thesports ter.com-ის  ცნობით, არაა გამორიცხული, ზაზა ფაჩულია ბარტერის წესით "ლოს ანჟელეს ლეიკერსში" გადავიდეს.საიტმა გუნდებს შორის შესაძლო გაცვლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "დეტროიტ პისტონსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" სამიზნეა. თუმცა, იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ეს რთული პროცესია."დაბეჯითებით ძნელია თქვა, რა აკლია "ლოს ანჯელეს ლეიკერსს". მათ ჰყავთ სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი, ახალგაზრდა ვარსკვლავები კარგი ვეტერანები, მაგრამ ამის მიუხედავად გუნდი მიმდინარე სეზონში მაინც ვერ ვარგობს. მებრძოლ გუნდს როგორც წესი სჭირდება ენერგია და გამძლეობა და ზაზა ფაჩულიას ეს ორივე თვისება გააჩნია. ფაჩულია კარგადაა ცნობილი "გოლდენ სტეიტიდან", რომლის შემადგენლობაშიც ორჯერ გახდა ჩემპიონი; ზაზას შეუძლია ახალი სიცოცხლე შესძინოს  "ლეიკერსს".ნათქვამია სტატიაში.

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში