მამუკა ბახტაძე - ფედერიკა მოგერინის განცხადება დადასტურებაა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა

04 იანვარი 2019, 00:00 1453 ნახვა

ფედერიკა მოგერინის მიერ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად დასახელება საქართველოს, მისი პროგრესისა და დემოკრატიული რეფორმების აღიარებაა, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანის შეფასებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო არა მხოლოდ საქართველოს, როგორც ევროპული კულტურისა და ფასეულობების მატარებელი ქვეყნის დემონსტრირების და პოპულარობის საუკეთესო მაგალითი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილიც.  

სოციალურ ქსელ “ტვიტერის” საშუალებით გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებას  პრემიერ-მინისტრი. „მადლობას ვუხდი საქართველოს ნამდვილ მეგობარს, ფედერიკა მოგერინის ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორად საქართველოს მოხსენიებისთვის, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას ადასტურებს და ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობის გაზრდას ცხადყოფს”, -წერს პრემიერ-მინისტრი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი