მთავარი რა თქმა უნდა ის ღონისძიებებია, რომლებმაც უნდა შეუქმნას მოქალაქეებს წინასაახალწლო განწყობა, უნდა შექმნას შესაბამისი საზეიმო გარემო. ასეთი ბათუმში წელს ორი ადგილი იყო, საშობაო ბაზრობა ბულვარში და საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედანზე. დღეს მთავარი მოვლენა სწორედ ევროპის მოედანზე უნდა გაიმართოს. ერთ-ერთი მთავარი რა თქმა უნდა საზეიმო ფეიერვერკი იქნება, მანამდე კი კონცერტი დაიწყება.