ბათუმი ახალი წლის ღამეს

31 დეკემბერი 2018, 00:00 2225 ნახვა

ზუსტად 6 საათში ახალი, 2019 წელი დაიწყებს ათვლას.  სადღესასწაულო განწყობა ზღვისპირა ქალაქში დილიდან  იგრძნობა.  ღონისძიებების მთავარი ლოკაცია  ბათუმში წელსაც ევროპის მოედანია. კონცერტები გვიან ღამემდე გაგრძელდება. გალა კონცერტი კი 23 საათზე დაიწყება. დღევანდელი რეპერტუარი როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან იქნება საახალწლო, შესაბამისად სადღესასწაულო.  ამიტომ გიორგი დღევანდელი ეთერიც დავიწყოთ ბათუმიდან. გავიგოთ რა ელოდება დღეს ევროპის მოედანზე მისულ სტუმრებს.

საახალწლო კონცერტს გახსნის ჯაზ ბიგ ბენდ. ასევე ქალაქის სტუმრებისთვის და არა მარტო მათ განწყობაზე იზრუნებენ  კაპელა და ანსამბლი ბათუმი. ევროპის მოედანზე სპეციალური კუთხე პატარებისთვისაცაა  მოწყობილი. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი