ცესკო-მ ხვალ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს

23 დეკემბერი 2018, 00:00 1360 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია ხვალ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. გადაწყვეტილება სრული შემადგენლობის ორმა მესამედმა უნდა მიიღოს. „ცესკო“-ს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია და სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი.

იმ შემთხვევაში კი, თუ „ცესკო“ თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებს, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და წარდგენილი სამი კანდიდატურიდან საკანონმდებლო ორგანო საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს 7 დღეში აირჩევს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მარიამ შელეგიას, თამარ ჟვანიასა და ვლადიმერ ბოჟაძის კანდიდატურები წარადგინა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი