სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით IDFI ანგარიშს წარადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ სარეკომენდაციო დოკუმენტსაც შეიმუშავებენ. კვლევა უმაღლესი სკოლის რეფორმას, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას ეხება.
მესამე სექტორი სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზზე საუბრობს. მიაჩნიათ, რომ ბუნდოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი და გასული წლის საქმიანობა.