დიპლომატიური კორპუსის ურთიერთობა პარლამენტთან - ელჩების კონფერენციის მეორე დღე ამ თემას ეთმობა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეები პარლამენტის როლის გაზრდაზე, საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრებენ.
დავით ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური კუთხით არსებულ გამოწვევებზე პარლამენტი ინფორმირებული იყოს. „ელჩების კონფერენცია 2018“ გუშინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.