საპროტესტო აქცია ბათუმის იუსტიციის სახლთან

13 დეკემბერი 2018, 00:00 1791 ნახვა

აქცია იუსტიციასთან. პატრიოტთა ალიანსის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს 7 დეკემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც 16 დეკემბრამდე შესაძლებელია  უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შეიძინონ და დაარეგისტრირონ.  

პარტიულ აქტივს დღეს ბათუმში პარლამენტარი ემზარ კვიციანი შეუერთდა, რომლის განცხადებით, ამ დროისთვის პრეცედენტი არ ფიქსირდება იუსტიციის სახლებში, მიწა უცხოეთის მოქალაქეებს გადაეფორმებინათ.

დღევანდელი აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს დედაქალაქში მსგავსი მოთხოვნით შეკრებილ მოქალაქეებს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი