მშენებარე კორპუსიდან კედლის ჩამონგრევის შედეგად სახლი დაზიანდა

11 დეკემბერი 2018, 00:00 10163 ნახვა

ბათუმში ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის კედელი ჩამოინგრა, რომელიც ახლოს მდებარე ორ სართულიან სახლს დაეცა და სახურავი ჩაანგრია. 

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ოჯახი თავშესაფრით უზრუნველყოფას საჭიროებს. შემთხვევის დროს სახლში მამა და ორი არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე კორპუსს კომპანია ''რეალმშენი'' აშენებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლების ინფორმაციით,  კომპანია უსაფრთხოების ზომებს არ იცავს, პრეტენზიებით მოქალაქეებმა მშენებლებს ერთი წლის წინ მიმართეს. ამბობენ, რომ რეაგირება არც მაშინ მოჰყოლია.

კომპანი ''რეალმშენის'' ინჟინერი ამბობს, რომ ისინი ზარალს აანაზღაურებენ. მრავალსართულიანი სახლი მეორე წელია შენდება. აღნიშნულ კომპანიას ქალაქში სულ 19 კორპუსი აქვს აშენებული.

დაზარალებულებს ქალაქის მერი ესაუბრა. ლაშა კომახიძის თქმით ოჯახს დაეხმარებიან.

​მერიის წარმომადგენლის ინფორმაციით, უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის კომპანია ერთი წლის წინაც გააფრთხილეს. ამ ეტაპზე კი მომხდარზე მოკველვა დაიწყო. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი