მიმდინარე კვირას აჭარაში არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი. ოთხ და ხუთ დეკემბერს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
6, 7 და 8 დეკემბერს კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების შედეგად - პერიოდულად იწვიმებს, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და +11, +13 გრადუსი იქნება.
ბათუმში დღეს მზიანი ამინდია. რაც შეეხება ტემპერატურას, 3 და 4 დეკემებერს, ზღვისპირა ქალაქში ჰაერი +16, +18 გრადუსამდე გათბება.
ფოტო: ირინე წუწუნავა