ქობულეთის საარჩევნო ოლქში, უბნებიდან მონაცემები ამ წუთებშიც შედის. 10 უბნის მონაცემებით, ''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 1223 ხმით ლიდერობს.
სალომე ზურაბიშვილმა 2366, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძე კი 1143 ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა.
ეს არის წინასწარი მონაცემები და ქობულეთში ჯერ კიდევ 55 უბნის მონაცემია დასაჯამებელი.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ოპოზიციის წარმომადგენეთან წააგო.
განახლებული: 22:44
ქობულეთში 22 უბნის მონაცემებით, ამომრჩეველთა 36% გრიგოლ ვაშაძემ, სალომე ზურაბიშვილმა კი 63% მიიღო.
ხმის დათვლის პროცესი გრძელდება.