ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნებთან ახლოს კვლავ გამოჩნდნენ მოქალაქეები, რომლებსაც თან აქვთ სიები. ასევე მიკროავტობუსებით არიან მისულები კოორდინატორები.
აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მსგავსი ფაქტი ბათუმში 104-ე და ხელვაჩაურში 31-ე უბანზე დააფიქსირა.
''სამართლიანი არჩევნების'' აჭარა-გურიის კოორდინატორი მადონა ბერიძე ამბობს, რომ ეს არის უარყოფითი ტენდენცია, ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების და ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთგვარი მეთოდი, რომელსაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ბოლო წლებში აქტიურად მიმართავენ.
მსგავსი შემთხვევები საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურშიც დაფიქსირდა. მაშინ მესამე სექტორის წევრები ამბობდნენ, რომ ეს იყო მოქალაქეებზე კონტროლის და მათ არჩევანზე ირიბი ზეგავლენის მოხდენის მცდელობა.
კანონმდებლობის მიხედვით, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა კანონის დარღვევა არ არის.