ტელევიზიის 26 წლის თანამშრომლის გარდაცვალების გამო, ექიმს სერტიფიკატი ერთი თვით შეუჩერეს 

21 ნოემბერი 2018, 00:00 4195 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაცვლილის თანამშრომლის ზუკა ფაღავას მკურნალ ექიმს, ბეჟან ხოზრევანიძეს, სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტომ სერტიფიკატის მოქმედების ვადა ერთი თვით შეუჩერა. 

''მედცენტრის'' ექიმი კლინიკაში პაციენტებს გადაუდებელ დახმარებას ვერ გაუწევს.

წერილი სამედიცინო დაწესებულებაში 9 ნოემბერს შევიდა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბეჟან ხოზრევანიძეს შეუძლია, ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდეს.  

ერთ თვეში ექიმმა სერტიფიკატის აღდგენის მოთხოვნით, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წერილობით უნდა მიმართოს. 

''მედ ცენტრის'' კლინიკური მენეჯერი მედეა ქაჯაია ამბობს, რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე, სერტიფიკატის აღდგენის შემდეგ იმსჯელებენ. კლინიკის ხელმძღვანელები სააგენტოს გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებენ.   

ბეჟან ხოზრევანიძე ''მედცენტრში'' გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 

26 წლის ზუკა ფაღავა 31 მარტს, კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, რამდენიმე საათში კი ზუკა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. პირველადი დიაგნოზი კი მოწამვლა იყო და პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა.

ზუკა ფაღავას ოჯახის წევრები და კოლეგები მიიჩნევდნენ, რომ გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, არაკვალიფიციური დიაგნოზი და მკურნალობა ყოფილიყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი