დღეს პატრიარქის ნათლული კიდევ 700–ზე მეტი ჩვილი გახდება

18 ნოემბერი 2018, 00:00 1317 ნახვა

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 700–ზე მეტი ჩვილი გახდება. სამების საკათედრო ტაძარში, 56–ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს. დღეისთვის უწმინდესს 36 680 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი