არასამთავრობო სექტორი ცესკოს მოუწოდებს არჩევნების მეორე ტური არასამუშაო დღეს არ დანიშნოს

14 ნოემბერი 2018, 00:00 1644 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებში  ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“, ,,სამართლიან არჩევნებსა“  და ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“   აცხადებენ, რომ ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს და შემაჯამებელ ოქმს ადგენს კენჭისყრის გამარტვიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა,  რაც დღევანდელი მოცემულობით 17 ნოემბერია. ამიტომ ორგანიზაცია მოუწოდებს ცესკოს არჩევნები შეაჯამოს შაბათს, 17 ნოემბერს და აქედან გამომდინარე კენჭისყრის თარიღი დანიშნოს არასამუშაო დღეს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, რიგი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება .კონკრეტულად კი როგორც სამოქალაქო სექტორის მიერ გავრცელებულ განცახდებაშია ნათქვამი არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება, თუმცა არჩევნების სამუშაო დღეს გამართვა სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ასევე,   სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი