ბათუმის მერია კორპუსების ამორტიზებული და დაზიანებული სახურავების შეკეთების პროექტს აგრძელებს

08 ნოემბერი 2018, 00:00 1800 ნახვა

ბათუმის მერია კორპუსების ამორტიზებული და დაზიანებული სახურავების შეკეთების პროექტს აგრძელებს. დღეს ბათუმის ვიცე-მერმა მიმდინარე სამუშაოები 26 მაისის ქუჩაზე დაათვალიერა. აქ სახურავი ხის და თუნუქის მასალით იცვლება. სახურავების რეაბილიტაციის პროექტი ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში თანადაფინანსებით ხორციელდება, სადაც მოსახლეობის შესატანი 3 პროცენტია.

წლის განმავლობაში ბათუმის მერია 15 პროექტს აფინანსებს, რისთვისაც 785 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ ეტაპისთვის, პროექტების მხოლოდ ნახევარი განხორციელებული. დანარჩენი 7 სახურავის შეცვლა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში