ქედაში მომხდარ ტრაგედიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა. ჯაბა ფუტკარაძემ დაღუპული ბავშვის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ სამინისტროს და შესაბამის ორგანოებს ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე ოპერატიული რეაგირება ექნება.
მინისტრი ამბობს, რომ უწყებას აფეთქებით სამუშაოებზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ნებართვა არ გაუცია.