რომანაძის ოჯახის ვერსია

27 ივლისი 2016, 00:00 2351 ნახვა

გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახის ნათესავის ინფორმაციით, მკვლელობა გარდაცვლილი ქალის ქმრის პირველი ცოლის ძმის მეგობარმა ჩაიდინა. მისივე განმარტებით, მკვლელობის მოტივი ფულის გამოძალვა იყო. ოთარ კვირკველიას ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენმა მოზარდიც იმიტომ მოკლა, რომ თვითმხილველი მოეშორებინა. შეგახსენებთ, შემთხვევა 22 თებერვალს მოხდა. ზემო ფონიჭალაში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ცივი იარაღით 29 ჭრილობის მიყენების შედეგად ნონა რომანაძე და მისი მცირეწლოვანი შვილი, მარიამ მამფორია ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. კვალის დაფარვის მიზნით, ბოროტმოქმედმა ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ამავე კატეგორიაში