ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა მათ შორის 5 არასრულწლოვანი.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,რუსთავში ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი კადრები სააგენტო „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა