ავარია ბათუმში - დაშავდა ერთი მოქალაქე

14 ოქტომბერი 2018, 00:00 6195 ნახვა

ბათუმში, აბუსერიძის და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის დროს ერთი მოქალაქე დაშავდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, მას მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი