რუსი სამხედროების იერ გატაცემული მაია ოთინაშვილის სახლში დასაბრუნებლად ყველა რესურსი ავამოქმედეთ - საქართველოს პრემიერი

03 ოქტომბერი 2018, 00:00 2430 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან, რუსი სამხედროების მიერ, 37 წლის მაია ოთინაშვილის დაკავების საკითხზე ყველა რესურსის მობილიზებულია, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისაც, რომ საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიიდან უახლოეს დროში დაუბრუნდეს ოჯახს.  

მამუკა ბახტაძის განმარტებით, საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვცდილობთ, გვქონდეს მექანიზმები და ეს მექანიზმები ძალიან ხშირ შემთხვევაში არის საკმაოდ ეფექტური, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენცია მოვახდინოთ. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ქეთი ციხელაშვილის აპარატი ისევე, როგორც შესაბამისი ორგანოები და რაც მთავარია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომ უახლოეს საათებში, ვიმედოვნებ, ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდეს თავის შვილებს და თავის ოჯახს. ძალიან მძიმე შემთხვევას აქვს ადგილი. ამასაც მინდა ხაზი გავუსვა. შესაბამისად, ჩვენ მოვახდინეთ ყველა რესურსის მობილიზება, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის, რათა ჩვენი მოქალაქე რაც შეიძლება დროულად დაუბრუნდეს თავის ოჯახს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მაია ოთნაშვილი რუსმა სამხედროებმა 29 სექტემბერს, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის ტერიტორიდან გაიტაცეს. სამი შვილის დედა, გატაცების დროს ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. 3 ოქტომბერს კი უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი