საჩივრების განხილვა საარჩევნო კომისიაში

30 სექტემბერი 2018, 00:00 1568 ნახვა

ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორი საჩივარი, პარტიას 21-ე და 45-ე საარჩევნო უბნების წინააღმდეგ ჰქონდა დაწერილი საჩივარი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ უბნებზე პირველი სხდომები პროცედურული დარღვევებით გაიხსნა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სხდომების ოქმების ბათილად ცნობასა და დისციპლინური წარმოების დაწყებას ითხოვდა. რასაც საარჩევნო კომისიის უმრავლესობა არ დაეთანხმა. 

ამავე კატეგორიაში