საერთაშორისო ტურნირის მეორე დღე ქვიშის ფეხბურთში იწურება. შეჯიბრებაში 5 ქვეყნის 8 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის ფინალური შეხვედრები 26 ივლისს გაიმართება და გამარჯვებულიც გამოვლინდება. ბათუმი, საპლაჟო ფეხბურთს წელს მეშვიდედ მასპინძლობს, მისი ფინანსური მხარდამჭერი ბათუმის მერიაა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            