მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული ნატოს რეაგირების ძალებს შეუერთდა. ქართულ ქვედანაყოფს ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის სერტიფიკატი მიენიჭა და 2019 წლის 1 იანვრიდან ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში „ალფა“ ასეულს ჩაანაცვლებს.
მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული სერტიფიცირების პროგრამაში 2014 წლიდან ჩაერთო. ასეულის შეფასების პროცესში ქართველებთან ერთად ნატოს სახმელეთო ჯარების შტაბისა და პარტნიორი ქვეყნების შემფასებლები მონაწილეობდნენ.