საინვესტიციო ვალდებულებების განსაზღვრის წესი იცვლება

29 სექტემბერი 2018, 00:00 1712 ნახვა

აჭარის მთავრობა ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით  საინვესტიციო  ვალდებულებების  განსაზღვრის წესს ცვლის.  დადგენილების პროექტი უკვე მზადაა და  რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა  სხდომაზეც განიხილეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ახალი წესის მიხედვით, იმ  შემთხვევაში თუ კომპანია სახელმწიფოს ვალდებულების შუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან  გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს, უნდა წარადგინოს საბანკო გარანტი.

ჯაბა ფუტკარაძის თქმით,  შესაბამისი კომისია საკითხს  მხოლოდ  უზრუნველყოფის შემთხვევაში განიხილავს. იგივე წესი გავრცელდება ვალდებულების გაგრძელების ან გადახედვის  მოთხოვნაზეც. სხვა შემთხვევაში როგორც მინისტრი ამბობს, სახელმწიფოს ექნება საშუალება დაიწყოს მოქმედება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტაზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი