საქართველოს პრეზიდენტის და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად ნიუ-იორკში საზეიმო ვახშამი გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს საპატიო წევრობის ნიშნად ოქროს სამკერდე ნიშანი გადაეცა.საქართველოს პრეზიდენტი ხვალ "ვესტ პოინტის" სამხედრო აკადემიას ეწვევა და სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან და კადეტებთან გამართავს შეხვედრას.