6 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში. დოკუმენტის ერთ-ერთ ნაწილში საუბარია საჯარო სამსახურის რეფორმაზე. კერძოდ, მესამე სექტორის შეფასებით, მმართველი პარტიის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნება, შექმნას ჭეშმარიტად დამოუკიდებელი საჯარო სამსახური, საეჭვოა.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, 2012 წლის შემდგომ პერიოდში თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნის შემდეგ, 6 ათას 500 ახლად დანიშნული საჯარო მოსამსახურიდან მხოლოდ 4% შეირჩა კონკურსის წესით. ამავე ანგარიშის თანახმად 2014 წელს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ჩატარებულმა კონკურსებმა კითხვები წარმოშვა, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა აღნიშნეს გამჭვირვალობის ნაკლებობა და ზედა დონის ხელისუფლების წარმომადგენელთა შესაძლო არაჯეროვანი ჩარევა ადგილობრივ დონეზე შერჩევის პროცესში.