სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი დააკავეს

24 სექტემბერი 2018, 00:00 2476 ნახვა

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ იყიდებოდა ფსიქოტროპული საშუალებები.

სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 20 პირი.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის,  დაკავებას ჯანდაცვის სამინისტროში გამოეხმაურნენ. უწყების წარმომადგენლის ცნობით,  ქვეყნისთვის სააფთიაქო ნარკომანია კვლავ გამოწვევად რჩება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი