ტოჩინოშინმა ოძეკის სტატუსი დაიცვა

22 სექტემბერი 2018, 00:00 2962 ნახვა

დღეს, ტოკიოში, აკი ბაშოს XIV სატურნირო დღის შეხვედრები გაიმართა. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მეოთხე მაეგაშირა აბის დაუპირისპირდა და რიგით მე-8 გამარჯვება მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველმა სუმოტორიმ ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე, კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) შეასრულა და ოძეკის სტატუსიც დაიცვა.

ხვალ, ტოჩინოშინი სექტემბრის ბაშოზე ბოლო შეხვედრას გამართავს. გორგაძე დადებითი ბალანსის გაუმჯობესებას ოძეკი ტაკაიასუსთან შეეცდება. 

შეგახსენებთ, ლევან გორგაძეს მთელი ტურნირის განმავლობაში მძიმე ტრავმა აწუხებდა, თუმცა მან დადებითი ბალანსის დაფიქსირება მაინც მოახერხა.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში