ენმ უმაღლეს საბჭოს სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებს

19 სექტემბერი 2018, 00:00 1894 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობა” უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე  პროექტებით დაინტერესებას სთხოვს. შუბნის თემში ბაღის მშენებლობა, ზენითის გზა, ქობულეთის სტადიონი და ბათუმის სასაფლაოები - ოპოზიციამ დღეს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე 10-ზე მეტი დოკუმენტი მიიტანა, რომლითაც  მათი მტკიცებით  კორუფციის ნიშნები დასტურდება, რადგან,  ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები ან უხარისხოდაა შესრულებული ან გაჭიანურებულია.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამართლებრივად მათ არ აქვთ იმ პროექტების კონტროლის მექანიზმი, რაც თვითმმართველობის ბიუჯეტით ფინანსდება, ხოლო პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ გაურბიან და მოუწოდებენ სამართალდამცავ  უწყებებს საკითხი მოიკვლიონ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი